რა ეკაზანტიპებათ? მაშინ, როცა ომი მიდის უკრაინის პოლიტიკურ რუკაზე დარჩენისთვის - კონსტანტინე გამსახურდია
სოც.მედია - 20:39, 17 Aug, 2014     3327
საქართელოს ექსპრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში ,,კაზანტიპის“ ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება და კრიტიკულად აფასებს როგორც მის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე ნაწილს.

„მართლაც რა ეკაზანტიპებათ? და ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიდის მთელი ქვეყნის არსებობისთვის, მისი პოლიტიკურ რუკაზე დარჩენისთვის და არა რომელიმე ლუგანსკის ან დონეცკისთვის? მაგრამ მანდ ალბათ ყველაზე დაბალი დონის ხალხი იკრიბება. შეიძლება ითქვას ოლიგოფრენიზმის და სიყეყეჩის დონესთან უკვე საშიშად მიახლოებული გოგო-ბიჭები, რომელთაც ერთი სერიოზული წიგნიც არ წაუკითხავთ, რომლებიც ქუჩაში დადიან ხოლმე ყურებში გაკეთებული სასმენებით და მთელი დღე განუწყვეტლად უსმენენ ამ მოსაწყენ, ყურთასმენის დამაზიანებელ მონოტონურ მუსიკას თუ ჯაგაჯუგს. და ისინი, ვინც ირაზმებიან ამის საწინააღმდეგოდ და მზად არიან 17 მაისის მსგავსი სცენარი გაიმეორონ? სადაც ერთ ჩანჩურა უბადრუკს, ტატუირებულს, გრძელთმიანს ან საყურეგაჩხერილს ხუთასამდე კუნთმაგარი და სქელკისერა მისდევს? ერთხელ მაინც თუ გახსენებიათ ან გაუპროტესტებიათ "ღვთის" ამ სათნო მსახურთ ალაჰის სახელით ყელგამოჭრილი და აკუწული ქრისტიანები მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ერაყში, სირიაში, ლიბანში, ეგვიპტეში, პაკისტანში? ან ოდესმე თუ მოსვლიათ იდეა ასე რეპრესირებულთა შვილებისთვის მოაწყონ მართლადიდებლური ხელოვნების და კულტურის ფესტივალი, ხატწერის, გალობის, ფოლკლორული ცეკვების კურსებით, რელიგიური შინაარსის ფილმებით და თეატრალური წარმოდგენებით რამოდენიმე ენაზე? სახსრებს ვერ მოიძიებენ საამისოდ თუ რა?, “ – წერს გამსახურდია ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42