სააფთიაქო რეფორმის სამი პლიუსი და მინუსი - დიმიტრი შაშკინი
სოც.მედია - 14:09, 17 Aug, 2014     3480
განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სააფთიაქო სფეროში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის სამ ძირითად დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. შაშკინი მიიჩნევს, რომ მთავრობას ხალხისთვის რეფორმის არსი და მიზანი უნდა განემარტა.

,,ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის თავზე მთავრობამ გადაწყვიტა ძირეული რეფორმის გატარება. რეფორმისა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე მოახდენს ზეგავლენას. ძალიან მალე წამლები უმრავლესობა აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება. სამწუხაროდ, მთავრობამ თავი არ შეიწუხა, რომ პროაქტიური კამპანია ჩაეტარებინა და მოსახლეობისთვის აეხსნა, თუ რატომ ტარდება ეს რეფორმა. ახლა ჯანდაცვის მინისტრი იძულებულია, მხოლოდ დაპირდეს მოსახლეობას, რომ ამ რეფორმის შედეგად არავინ დაზარალდება. არადა დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთავრობას პროაქტიური კამპანია ჩაეტარებინა და აეხსნა ხალხისთვის რატომ და რისთვის ტარდება ეს რეფორმა.

მე არც ექიმი ვარ და არც ჯანდაცვის სპეციალისტი, ამიტომ არ და ვერ შევაფასებ ამ რეფორმის მნიშვნელობას სამედიცინო კუთხით, მაგრამ როგორც გამოცდილი მენეჯერი, ვეცდები, გამოვყო ის სამი ძირითადი პლიუსი და მინუსი, რომელიც ამ რეფორმას ჩვენთვის, ჩვეულებრივი ხალხისთვის და პაციენტებისთვის აქვს.

მაშ ასე:

ამ რეფორმის პირველი პლიუსი ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, მდგომარეობს იმაში, რომ ექიმებს მოუწევთ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ წამლის დანიშვნის პროცესს. რეცეპტი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და ამ დოკუმენტის მეშვეობით ექიმის პროფესიონალიზმის შემოწმება ძალიან მარტივი გახდება.

მეორე პლიუსი ისაა, რომ შემცირდება მეზობლებისა და ნათესავების რჩევით წამლის მიღებისა და თვითმკურნალობის შემთხვევები.

მესამე - ეს პრაქტიკა აპრობირებულია ევროპის უმრავლეს ქვეყანაში და მნიშვნელოვანი რესურსია მედიკამენტების კონტროლის კუთხით.

ამ პლიუსიების მიუხედავად, ამ რეფორმას, ისე როგორც ნებისმიერ სხვას, გააჩნია თავისი მინუსები და კარგი მენეჯერი ვალდებულია ეს გაითვალისწინოს.

პირველი მინუსი ის არის, რომ ხალხს მოუწევს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემების გადალახვა და ახალი წესებით ცხოვრება. მაგალითად, ბებია უკვე ვერ დაურეკავს შვილიშვილს, რომ სამსახურიდან წამოსვლისას აფთიაქში შეიაროს და წნევის წამალი წამოიღოს, მეუღლე ვერ დაურეკავს ქმარს, რომ ბავშვისთვის ანტიბიოტიკი გამოაყოლოს და ა.შ. ჩვენ, ყველას მოგვიწევს ჯერ ექიმის გამოძახება ან მასთან მისვლა, რეცეპტის წამოღება და შემდეგ მისვლა აფთიაქში, რაც დროსთან და ფულთან არის დაკავშირებული.

მეორე - არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს,რომ ექიმებს აქვთ კონკრეტული ფინანსური ინტერესები კონკრეტული წამლის გამოწერის დროს. ფარმაცევტული კომპანიები მათ ან პროცენტს უხდიან ან სხვა ფინანსურ ბონუსებს სთავაზობენ, რომ პაციენტს ურჩიონ რომელიმე კონკრეტული წამალი. რეცეპტის შემთხვევაში, ჩვენ უკვე არ გვექნება შესაძლებობა, რომ ვიყიდოთ, მაგალითად, სუმამედი და არა ის უფრო იაფი ან უფრო ძვირი ანტიბიოტიკი, რომელიც გამოწერილია ექიმის მიერ, ანუ შემცვლელის გამოყენების შესაძლებლობა მცირდება.

მესამე - გაუგებარია, რას სთავაზობს ხელისუფლება იმ ხალხს, რომელიც ავად გახდა გადაადგილების დროს. მაგალითად, თბილისელი ბავშვი დედასთან ერთად ისვენებს რაჭაში. მას დასჭირდა წამალი, რომელიც იყიდება რეცეპტით. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? ეძებოს ადგილობრივი ექიმი თუ „მეგობრულად“ სთხოვოს ნაცნობ ექიმს, რომ დისტანციურად გამოწეროს რეცეპტი? თან ბევრი ისეთი სოფელია, სადაც ექიმი თვეში ერთხელ ადის.

ჩემი სუბიექტური აზრით, სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანიები მარტივად აითვისებენ თამაშის ახალ წესებს და აფთიაქებში გახსნიან ექიმის კაბინეტებს, რათა იქვე გამოიწეროს რეცეპტები. ბუნებრივია, ეს პროფანაცია იქნება და თან, სავარაუდოდ, ფასიანიც...“, - წერს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42