მოდერნიზებული სახელმწიფო სერვისების საპილოტე ოფისის გახსნა კიევში
პოლიტიკა - 18:47, 16 Aug, 2014     1573
15 აგვისტოს, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ, უკრაინის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ანა ონიშენკოსთან და ქართველი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, კიევში ოფიციალურად გახსნა სახელმწიფო სერვისების საპილოტე ოფისი.

საპილოტე ოფისი უკრაინაში მიმდინარე სახელმწიფო სერვისების რეფორმის პროექტის ნაწილია. „ოპერატიული ოფისის” ამოცანას წარმოადგენს, ქართველი ექსპერტების ჯგუფის მიერ ოტპიმიზირებული პროცედურების დანერგვა და ამგვარად მოქალაქეებისთვის სერვისის გამარტივება. ასევე, პილოტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება, შემდგომში სერვისის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბირება.

პროექტის ფარგლებში მომზადდა მობილური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გაიარა სპეციალური ტრენინგი ოპერატიული და კომფორტული სერვისის უზრუნველსაყოფად. ოპტიმიზირებული პროცედურების შედეგად მომსახურების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, აღარ არის რიგების პრობლემა, ფაქტიურად აღარ არსებობს შეჩერებული საქმეები, მომსახურება ორიენტირებულია ყველა მოქალაქის განაცხადის დაკმაყოფილებაზე.

„შემოდგომიდან ამ ახალ მოდელს რეგიონულ ცენტრებსა და ქალაქებში დავნერგავთ. წლის ბოლოსთვის კი, ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამ სისტემას ადმინსტრაციული სერვისების ცენტრებშიც ავამოქმედებთ“ - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ.

ქართველი ექსპერტების ჯგუფი გიორგი ვაშაძის, ჯაბა ებანოიძისა და ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვეა კონსულტირებას უწევს უკრაინის მხარეს, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების რეფორმის მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, სამოქალაქო აქტების (დაბადების/ქორწინების მოწმობა), ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სახელმწიფო შესყიდვებისა და საბაჟო სერვისების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42