პროკურატურა სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 14:51, 16 Aug, 2014     2547

საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაასაჯაროოს სდსს-ს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთი ეპიზოდი. გამოძიების მასალებიდან დგინდება რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.
რაც შეეხება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს დამატებით გავნვამრტოთ, რომ სდსს-ის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით.
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად, კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. (იხ. დოკუმენტი1; დოკუმენტი2; დოკუმენტი3; დოკუმენტი4;დოკუმენტი5; დოკუმენტი6; დოკუმენტი7; დოკუმენტი8; დოკუმენტი9; დოკუმენტი10; დოკუმენტი11; დოკუმენტი12;დოკუმენტი13; დოკუმენტი14; დოკუმენტი15; დოკუმენტი16; დოკუმენტი17; დოკუმენტი18; დოკუმენტი19;დოკუმენტი20; დოკუმენტი21; დოკუმენტი22; დოკუმენტი23; დოკუმენტი24; დოკუმენტი25; დოკუმენტი26;დოკუმენტი27; დოკუმენტი28)
საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42