გარბენი დაჭრილი სამხედროების მხარდასაჭერად
პოლიტიკა - 14:21, 16 Aug, 2014     776

დღეს, ლისის ტბის ტერიტორიაზე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა. სპორტული შეჯიბრი „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. გარბენში პროექტში მონაწილე სამხედროებთან ერთად, ის ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ, რომლებსაც უახლესი ტექნოლოგიების პროთეზები დაუმზადდათ. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად 1100 მეტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც გაირბინეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედისი და თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ასევე, პარაოლიმპიური მოძრაობის მძლეოსნები, ჯარის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები. "ძლიერთა თამაშები" INVICTUS GAMES პრინცი ჰარის, ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ქ. ლონდონში 10-14 სექტემბერს გაიმართება. თამაშები მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებას. 14 ქვეყნის 400-მდე დაჭრილ სამხედროსთან ერთად „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავებული 6 ჯარისკაცი მიიღებს. დაჭრილი ქართველი სამხედროები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურ მომზადებას უკვე გადიან.

„ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველ სამხედროებს პარტნიორობას კომპანია „GT Motors“-ი უწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42