მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნინო კობახიძის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებით, პრემიერმინისტრის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს.
„ბუნებრივია ეს კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება, ჩვენ ვნახეთ მარგველაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი მთავრობა არის კანონის დარღვევა, ეს არის ჩვენი საგარეო რეპუტაციის დაზიანების მცდელობაც. მე მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო პრეზიდენტ მარგველაშვილს, არ ჩაიდინოს ის მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არ მიანიჭოს მოქალაქეობა კახა თარგამაძეს და არ დააბრუნოს საქართველო წარსულში“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






