პრემიერი შეეცადა, ერთი გასროლით ორი პრეზიდენტი დაეზიანებინა - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტიკა - 20:26, 15 Aug, 2014     2257
პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო იმიჯზე.

,,მე ვფიქრობ, ამ განცხადებით, პრემიერი შეეცადა ერთი გასროლით ორი მიზანი დაეზიანებინა - ძველი და ახალი პრეზიდენტები. მაგრამ ეს არის ბრძოლა, რომელსაც სამწუხაროდ გამარჯვებული არ ჰყავს. ეს დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება, ანგრევს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას და საფუძვლებს, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობას“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ დასჭირდა პრეზიდენტს სდსს-ს ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე. "სჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას. თუმცა თითოეული მოქალაქისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო?", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებას მალევე უპასუხა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისი თქმით, იმ საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის, ვერავინ ვერ ეტყვის მას კანონით დაგგემილ ვადაში 5 წუთი იფიქროს, თუ - მეტი. „იმისთის, რომ დააჩქარო რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულება და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. პრეზიდენტმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც ეს სწორად მიიჩნია და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42