სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცეურებზე სწორედ ახლა ვიმყოფები - უგულავა
პოლიტიკა - 18:37, 15 Aug, 2014     2175

თბილისის ყოფილი მერი ექს-პრეზიდენტისთვის ახალიო ბრალის წაყენებას "ფეისბუქზე" ეხმაურება.

უგულავა პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების იმ მონაკვეთზეც აკეთებს განმარტებას, სადაც ნათქვამია, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან თანხები გიგი უგულავას გასახდომ პროცედურებში იხარჯებოდა.

„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მე სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებს ვიტარებდი არის სრული სიცრუე და წარმოადგენს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგონილ ტყუილს, რომელიც სამწუხაროდ უკვე როგორც შხამი ედება ჩვენს ქვეყანას.

ივანიშვილის პროკურატურა უკვე დაეჩვია ნახევრად სიმართლის სიმართლედ და დაუჯერებელი ტყუილებით იაფფასიანი პროპაგანდის წარმოებას. ეს სიცრუე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაავრცელეს მაშინდელმა დეპუტატებმა და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ქ-ნ ირინა იმერლიშვილმა. მე მას მაშინვე ვუპასუხე, რომ საბუთებში, რომელიც მან ააფრიალა იყო რამოდენიმე უზუსტობა კერძოდ ჩემი სახელის და გვარის ქვემოთ მითთებული იყო ა.შ.შ მისამართი, ასევე საერთოდ სხვა პირების გვარები. სიმართლე კი ის გახლავთ რომ მე მართლაც ჩავედი სტუმრად, ერთ ან ორი ღამით, პრეზიდენტთან რადგან, ინზბურკში რამოდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან შეხვედრა იგეგმებოდა. მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდით შემიძლია ვინმსჯელო მთლიანად ამ ბრალის შემადგენლობაზე და სამართლიანობაზე.

ასე რომ ქვითრების ქექვით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული. მას ჯერ კიდევ პრემიერობისას სტრასბურგში მიღებაზე დავით ბაქრაძესთან და თინათნ ბოკუჩავასთან საუბრისას წამოცდა. (ეს შეხვედრა და მისი შინაარსი მან გადაცემა პოზიციაშიც ახსნა).

სრულიად ცალსახაა რომ ივანიშვილის სანახაობა გაცვდა, პური ხალხს შემოაკლდა, ხოლო ეს ჟანრის კრიზისი სამწუხაროდ ქვეყნის კრიზისს მოასწავებს. ქვეყნის ხელისუბლება კი ამასობაში ,,ნეტარყუჩობითაა’’ დაკავებული.

p.s სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცეურებზე სწორედ ახლა ვიმყოფები. ნამდვილად ვაპირებ ტყვეობის პერიოდი, მათშორის წონის დაკლებისთვის გამოვიყენო. გარკვეული წარმატებები უკვე მაქვს კიდეც ამ მიმართულებით. შეგიძლიათ დანახარჯი ქვითრები სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტში მოიპოვოთ", - წერს უგულავა.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42