"მაშინ გადავწყვიტე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებზე გრიფის მოხსნა, როდესაც ეს სწორად მივიჩნიე“, - ამ განცხადებით პრეზიდეტმა პრემიერ-მინისტრს უპასუხა.
მისი თქმით, იმ საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის, ვერავინ ვერ ეტყვის მას კანონით დაგგემილ ვადაში 5 წუთი იფიქროს, თუ - მეტი.
„იმისთის, რომ დააჩქარო რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულება და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. პრეზიდენტმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც ეს სწორად მიიჩნია და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ დასჭირდა პრეზიდენტს სდსს-ს ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თითუელი მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ხარჯების გაწევა ხდებოდა.
"სჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას. თუმცა თითოეული მოქალაქისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო?", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






