პრემიერ–მინისტრი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 13:08, 15 Aug, 2014     1148

მთავრობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გაფართოებას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

წლის ბოლომდე ახალი შენობის პროექტირება დასრულდება, მომავალი წლიდან კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.

მთავრობის მეთაურმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად, ცენტრის საცავებში დაცული უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა და ინფორმაცია მათ შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავასგან მიიღო.

„აქ არავითარი პირობა არ არის, არ არსებობს კლიმატური პირობები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს არის დანაშაული, რომ აქამდე სახელმწიფომ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია ისეთ უნიკალურ საგანძურს, იმ ხელნაწერებს, რომლითაც ყოველთვის ვიამაყებთ", - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ–მინისტრის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნიკალური ადგილია, რომელიც ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა ნახოს.

„აქ არის დაცული ჩვენი ქვეყნის უნიკალური საგანძური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა გახდეს ძალიან აქტიური და ამას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო გვერდით დგომა და დაფასება სჭირდება. ვნახე უნიკალური ხელნაწერები, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და რომლის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში აუცილებელია. ჩვენი დამწერლობა უნიკალურია და მისი სათანადოდ წარმოჩინება არის კიდევ ერთი ამოცანა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენს დამწერლობას და კულტურას სათანადო დაფასება ჰქონდეს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42