,,მემგონი სხვა მიხეილ სააკაშვილს ეძებენ...“ - ალაფიშვილი ექსპრეზიდენტის შიდა ძებნაზე
პოლიტიკა - 12:01, 15 Aug, 2014     2341

საქართველოს ექს-პრეზიდენტზე შიდა ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით ექსპერტ ლევან ალაფიშვილს უჭირს ახსნა, თუ რის გამო მიიღო პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ალაფიშვილი ამბობს, ძნელია ამ გადაწყვეტილების გონივრულობაში დაარწმუნო ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული სამართლის ნორმები იციან.

„არც კი ვიცი რა გიპასუხოთ? შეიძლება სხვა მიხეილ სააკაშვილს ეძებენ, მემგონი მხოლოდ სახელით და გვარით ეძებენ და ამ ლოგიკით შეიძლება შიდა ძებნა გამოცხადდეს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, სერიოზულად ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ პროკურატურა შედარებით ღირსეულად გამოვიდეს იმ სიტუაციიდან, რაშიც აღმოჩნდა თავისივე გადაწყვეტილებით. ძნელია ამ გადაწყვეტილების გონივრულობაში დაარწმუნო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული სამართლი ნორმები იციან“, - აცხადებს ალაფიშვილი.

ექსპერტი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რის გამოც შესაძლოა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოაცხადა.

„ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ეს გააკეთა, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემთხვევაში ინტეპოლში ჩასმის პროცედურებში შესაძლებელია პრობლემები შექმნილიყო. შესაძლებელია დასავლეთის ლიდერების განცხადებებს სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით რაიმე გავლენა მოეხდინა ამაზე. მეორე ვარიანტი არის ის, რომ შესაძლებელია სააკაშვილს ეთამაშა და მისთვის მომგებიან სიტუაციაში აღმოჩენილიყო. შეგნებულად გადაკვეთდა რომელიმე საზღვარს, იმ ქვეყნის სამართალდამცველები დააკავებდნენ, გაიმერთებოდა ექსტრადირების სასამართლო პროცესი და თუ საქმე მოუმზადებელი აღმოჩნდებოდა, ეს იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს მარცხვი. ამიტომ პროკურატურა ღირსეულად, რომ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან, ფორმალურად გამოაცხადა შიდა ძებნა, თუმცა შინაარსობრივად ეს ის ძებნა არ არის, რომელიც საქართველოში არმყოფი ადამიანის მიმართ ცხადდება. როგორც იცით, ექსტრადირებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ ქვეყნის სასამართლო, სადაც პირი იქნება დაკავებული. ერთი პრეცედენტი უკვე გვაქვს, როდესაც ექსტრადირებაზე უარი გვეთქვა და ეს შეიძლება სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული. შესაძლოა, ამ ეტაპზე საქმე არ იყო იმ დონეზე მტკიცებულებებით გამყარებული, რომ გამოცხადებულიყო საერთაშორისო ძებნა და დააკვების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურას მოეგო ექსტრადირების საქმე“, - განაცხადა ალაფიშვილმა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42