,,კაზანტიპის“ იმედად არ ვიქნებოდით, დღეს რომ ლაზიკა აშენებულიყო - სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:39, 14 Aug, 2014     4449
პროკურატურამ ჩემზე გამოაცხადა შიდა და არა გარე ძებნა, რატომ? იმიტომ, რომ ამათთვის მთავარია ქვეყანაში არ ჩამოვიდე, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.

სააკაშვილმა ლაზიკას მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს რომ ლაზიკა აშენებულიყო, საქართველო კაზანტიპის იმედად არ იქნებოდა.

,,ივანიშვილს, რომელსაც უნდა რომ ხიდი დაანგრიოს, ივანიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ჰესებზე ფული აკეთოს, ივანიშვილი, რომელიც ასობით მილიონს აკეთებს აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან გადაზიდვებზე, ეს რის ფასად ხდება? მარტივად გეტყვით - დღეს რომ ლაზიკა აშენებულიყო, მაშინ როცა ოდესა თავის ფუნქიას კარგავს, მთელი ტვირთები შუააზიიდან წამოვიდოდა საქართველოზე, მათ შორის ავღანური ტვირთები. დღეს, რომ ლაზიკა აშენებულიყო, ჩვენ კზანტიპის იმედზე კი არ ვიქნებოდით, იქ იქნებოდა შემოსავალი ასობით მილიონი ჩვენი მოქალაქეებისთვის. გააჩერეს, სანამ რკინიგზის და მიწების თემა არ გაირკვევა ანაკლიაში. არცერთ ჩვენგანს არ აქვს ეს მიწა და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ნეპოტიზმით, ბიძაშვილებით და მამიდაშვილებით - თამაზაშვილის კლანი, უჩა, მისი საყვარელი დეიდაშვილი, შმაგი, ვინმე ეფესბესთან კავშირში. და ეს ყველაფერი რომ მოხდეს, აუცილებელია, რომ სააკაშვილი არ ჩამოვიდეს საქართველოში. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს მარაზმი, რომელიც ახლა არის, ისტორია კი განსჯის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ჯანსაღი უმრავლესობა, თავის ადგილს მიუჩენს. ყველა ქართველმა დასვას კითვხა: იყო თუ არა საქართველო 2008-ში უკეთესი ადგილი, ვიდრე 2003-ში? 2014 წელს არის საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 2012-ში? აქაც პასუხი ნათელია ყველასთვის. მე არ ვნანობ იმას, რომ ასე ვიმუშავე. დაფასებისთვის არასოდეს გვიმუშავია, იმიტომ რომ ასე მწამს. ეგენი თავისი ნეპოტიზმური კულტურით ზომავენ ყველაფერს და ეს ერთმშვენიერ დღეს გაქრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42