,,სანამ დავიხოცეთ, მოგვხედონ!“ - სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობა შველას ითხოვს
პოლიტიკა - 20:00, 14 Aug, 2014     2136
სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობა კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“-სგან კომპენსაციას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით კომპანია მათი კუთვნილი სახნავ -სათესი მიწების სიახლოვეს წიაღისეულის მოპოვებას ღია კარიერული წესით ახდენდა, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა მიწების დამუშავება შეეწყვიტა.

მოსახლეობის განცხადებით, ტერიტორიაზე მოსავლის მისაღები სამუშაოების წარმოება წარმოუდგენელია მტვრის, ნაგავის და მომწამვლელი ნივთიერებების გამო. მოსახლეობის განცხადებით კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე ქიმიურ ნივთიერებას (ციანიდს) იყენებს, რაც მოსახლეობის მოწამვლას იწვევს.

„ მთელი დღე მძიმე ტექნიკას ამუშავებენ, მოპოვებული მადანი რომ გადააქვთ, მერე ამ ადგილებში ქიმიურ ნივთიერებას ასხამენ, რაც არა მარტო მიწის მოწამვლას იწვევს, არამედ ხალხის დაავადებასაც ამრავლებს... მომრავლდა ყელისა და ფილტვების დაავადებები, ძალიან ბევრს შეხვდებით კიბოთი დაავადებულს. თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, ჩამობრძანდით და ამ ადამიანებს თქვენი თვალით ნახავთ“- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.

ადგილობრივების განცხადებით მათ აღნიშნული პრობლემის თაობაზე მთავრობას წერილით მიმართა , რომელსაც 300-მდე ადამიანი აწერდა ხელს. მაგრამ მთავრობას რეაგირება მათ მოთხოვნაზე დღემდე არ მოუხდენია. დმანისის მკვიდრი აცხადებს, რომ მათ მიმართვა „საია“-ს და სახალხო დამცველსაც გაუგზავნეს, მაგრამ რეაქცია არც მათგან ყოფილა.

დიდი დმანისის ადგილობრივები სამკურნალო თანხას , კომპენსაციის სახით „არ ემ ჯი გოლდს“ სთხოვენ, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრებიან. ადგილობრივი მაცხოვრებელის მურად მარტიაშვილის განცხადებით: დმანისის მცხოვრებთა 80 % სოციალურად დაუცველია. სამკურნალო თანხები არ გააჩნიათ. იმის გამო რომ საკუთარ მიწებს უკვე ვეღარ იყენებენ, მიწები სხვა სოფლებში აქვთ ნაქირავები. „გარდა იმისა , რომ მოსავალი არ გვაქვს და მთელს შემოსავალს ქირაში ვიხდით, ახლა რას ვჭამთ და რას ვსუნთქავთ ესეც აღარ ვიცით, ახლა როგორც უნდათ ისე გადაიხადონ ჩვენი მკურნალობის თანხები და ეს ხალხი სადაც საჭიროა სამკურნალოდ იქ გაუშვან. სანამ დავიხოცეთ, მოგვხედონ, თუ არადა უახლოეს დღეებში აქციებს დავიწყებთ“, - აცხადებს მარტიაშვილი.

კომპანია „არ ემ ჯი გოლდში“ აცხადებენ რომ დიდი დმანისის მოსახლეობის პრობლემებსა და პრეტენზიებს კონკრეტულად არ იცნობენ, თუმცა კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს მოსახლეობას შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს. "აქციებს რომ დაიწყებენ, მათ მოთხოვნებს და პრეტენზიებს მოვისმენთ და დიალოგზე ფიქრს მერე დავიწყებთ"-აცხადებს "რეზონანსთან" კომპანიის პრესსამსახურის უფროსი ნატალი ნოზაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42