მარგველაშვილსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პოლიტიკა - 19:57, 14 Aug, 2014     1080

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. უპირველესად, გიორგი მარგველაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთი საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის და სამიტის მთავარ დოკუმენტში მკაფიოდ უნდა აისახოს ჩვენი მთავარი მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში.

ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ლიდერებმა ასევე უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სწორედ 2008 წლის გაგრძელებაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემას. მისი თქმით, ეს არის საერთო ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩაბმულობა და ძალისხმევა სჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42