„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს არმიაზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტის განცხადებით, საქართველოს შეირაღებული ჯარები ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის შედეგად დაიხვეწა და ამ ყოველივემ, ნატო-ში ინტეგრაციის იმედი გაზარდა.
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო კოალიციების თავმოყრა დაიწყო, მხოლოდ რამდენიმე მოკავშირემ გამოთქვა დახმარების სურვილი, ერთერთი კი საქართველო იყო. ავღანეთში 13 წლიანი ომი დასასრულს უახლოვდება, მიუხედავად ამისა, საქართველო, რომელსაც ნატო-ში გაწევრიანების დიდი სურვილი აქვს, იმ ქვეყნების სიას უერთდება, რომელიც ერთგულად ასრულებს სამხედრო მისიას ავღანეთში და საერთაშორისო მისიაში უდიდეს კონტრიბუციას ასრულებს.
იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც მიიღეს ნატო-ში, რამდენიმე მათგანი კი უახლოეს მომავალში გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, საქართველოსთვის ნატო-ს კარი ჯერკიდევ დახურულია. ალიანსის წევრების განცხადებით, ეს ყოველივე მაშინ ხდება, როცა რუსეთმა უკრაინის გარკვეული ტერიტორიის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაცია გრძელდება. ვაშინგტონის პოზიციით საქართველოს ოფიციალური პირებიც შეშფოთებულნი არიან, რადგან აშშ კვლავ უყურადღებოდ ტოვებს ქართული მხარის მოთხოვნას, შეძლოს სამხედრო ტექნიკის შეძენა რუსეთთან საომარი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში მზადყოფნისთვის“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში მოყვანილია რიცხვები, თუ რამდენი ქართველი სამხედრო მსახურობს ავღანეთში: საქართველოს ავღანეთში 805, ესპანეთს - 247, საფრანგეთს - 177, დანიას - 165, ბელგიას - 147, პორტუგალიას - 66, საბერძნეთს- 10 სამხედრო ჰყავს.
ავტორის განცხადებით დასავლეთმა შესაძლოა მწვავედ აღიქვას საქართველოს მაღალჩინოსნების ტონი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.მასალის გამოყენების პირობები






