„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ რეცეპტების სისტემის შემოღება საქართველოში ე.წ. შავი ბაზრის გაჩენას გამოიწვევს, სწორედ ამიტომ ეს ყოველივე ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო:
“ვთვლით, რომ ეს ნაბიჯი, ასეთი ფართო წრეზე მედიკამენტების რეცეპტებით გასაცემი, ცოტა ნაადრევი იყო. ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომ ეს ეტაპობრივად განხორციელებულიყო. ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა ამ ეტაპზე სარეცეპტო სისტემაში მედიკამენტების მცირე წრე ჩართულიყო. რა თქმა უნდა, არის პრეპარატები, რომელიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა იყოს გაცემული. ამ ნაბიჯმა შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, ერთი ის, რომ ადამიანებს მოუწევთ ოჯახის ექიმთან მისვლა, რომელიც თეორიულად შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არც ისე კარგად ფუნქციონირებს, როგორც ამას ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო გვეუბნება. არის საკმაოდ დიდი რიგები. ზოგჯერ არის ისეთი პრეპარატი, რომლის მიღება არ არის ჯამრთელობისთვის ზიანის მომტანი
თუკი ფარმაცევტული კომპანიები შეატყობენ, რომ გაყიდვები მცირდება, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებზე მედიკამენტების ფასებმა მოიმატოს. საყოველთაო ჯანდაცვის მთავარი ნაკლია, რომ ის არ ანაზღაურებს მედიკამენტების ფასს, ამიტომ როცა დასავლურ პრაქტიკას ვადარებთ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ევროპაში მედიკამენტებსაც აფინანსებენ. ადამიანების ნდობა ექიმებისადმი აღდგება როცა იქნება ექიმი ხელმისაწვდომი, იქნება მაღალი ხარისხი, ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი და ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, ჩვენ კი ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ”, - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






