„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მერიის სხვადასხვა სამსახურში თანამშრომლების იძულებით გათავისუფლებაზე საუბრობს.
ამჯერად განცხადება რუსთავის ყოფილმა მერმა გააკეთა. მამუკა ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ მერიის ერთერთი სამსახურის ხელმძღვანელს, ქალაქის ვიცემერმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. პარტია ფაქტის გამოძების მოთხოვნით პროკურატურას შინაგან საქმეთა საიმინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს.
რუსთავის მერიაში კი განმარტავენ, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, გათავისუფლებული თანამშრომლები მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე გადანაწილდებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თანამშრომლებს აიძულებენ დაწერონ პირადი განცხადებები გათავისუფლებაზე და ამ განცხადების ფორმას თავად უდგენენ“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






