„მოძრაობას რომ დაიწყებ და მაგ დროს, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელზე ორი - ძველბიჭობიდან წამოსული და ბაბულიკობამდე არ-მისული სირი რომ შემობორიალდება“, - ამის შესახებ გოგა ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„63 წამიან შუქნიშანზე პირველი რომ დგახარ, უკან რომ ბევრი მანქანა გროვდება და 7 წამიან მწვანეს ელოდები...
ძალიან რომ გცხელა, ნიავი რომ არ იძვრის და წინა მინაზე, ლამის შუბლმიდებული, ზემოთ აქაჩული თვალებით ხშირ-ხშირად რომ ამოწმებ შუქნიშანს - "იქნებ მოხდა სასწაული და დრო ჩვეულებრივზე სწრაფად გავიდა"-ს იმედით.
და აი ზუსტად 63 წამის შემდეგ, მწვანე რომ აინთება, სულ რაღაც 7 წამი რომ გაქვს, უკან რომ კიდევ ბევრი მანქანა დგას, მოძრაობას რომ დაიწყებ და მაგ დროს, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელზე ორი - ძველბიჭობიდან წამოსული და ბაბულიკობამდე არ-მისული სირი რომ შემობორიალდება...“, - წერს ხაჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






