სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ რადგან პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა, მას ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია. ამის შესახებ მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ პროკურატურას გააჩნია საკმარისი მტკიცებულები ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რაზეც აუცილებლად გასაცემია არგუმენტირებული პასუხი. მე ვფიქრობ, სასამართლოს ამ ბრალის დამტკიცება არ გაუჭირდება, იმიტომ, რომ თუკი პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ბრალს არ წარუდგენდა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი საკანი, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილისთვის შესაბამის საკანს მოაწყობენ“.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






