ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილი მიხეილ სააკაშვილი მიმართ ახალი ბრალის წაყენებას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა. მისი თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ ხარჯებს მოქალაქეების ჯიბიდან ფარავდა.
„ნაციონალური მოძრაობაც“ კი არ უარყოფს ხარჯების გაწევას პირადი მიზნებისთვის, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები. ეს ნამდვილად სამარცხვინოა. კარგია, რომ იქნა გამოძიებული და ნათელი მოეფინა ამ ძალიან სერიოზულ დანაშაულს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.
საუბარია 8 მილიონზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე.
საგამოძიებო ორგანომ ბრალი წარუდგინა სახემლწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






