ბიბილაშვილის თქმით, პრეზიდენტი არ იჯდა ისე, როგორ დღეს მარგველაშვილი ან ღარიბაშვილი ზის და,, ერთი ადამიანის დაკვეთას არ ასრულებდა“.
,,საქართველოს ჰქონდა დღის წესრიგი, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებდა. ერთ პროცენტიც კი, მე ამ დოკუმენტების სანდოობაში ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ ივანიშვილი ამ დოკუმენტებს აზის, რა არის, როგორ არის, ამაში გაერკვევიან ადვოკატები. ივანიშვილის კოლეგის პატარკაციშვილის სიტყვებს გავიხსენებ - "ქართველების აგდებას" რა უნდა . სწორედ ამ მეთოდს იყენებს ივანიშვილი და პროკურატურა. კანონდარღვევასთან დაკავშირებით თემურ ჯანაშიამ გააკეთა განმარტება, რომ ეს არ ყოფილა კანონდარღვევა. ძალიან მარტივია - მზარეული უნდა ყავდეს პრეზიდენტს, მას ჰყავს სტუმრები და ამ სტუმრებს ემსახურება. სავარაუდოდ, დღევანდელ პრეზიდენტსაც ჰყავს მზარეული, ღარიბაშვილსაც ჰყავს. ანალოგიური ითქმის საჩუქრებსა და სუვენირებზე. იქ არის ორი სამი პუნქტი, რომელიც იწვევს კითხვებს და თუ ეს დადასტურდა, ეს არის მიუღებელი, მიუღებელი მორალურად, მაგრამ ამ ადამიანებს, ვინც აყენებენ ამ ბრალდებებს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება ამ ბრალდების წაყენების არ აქვთ. ერთადერთი რაც მე დამაკლდა პროკურატურის ბრალდებებში არის მოჭმული ძუძუს ეპიზოდი, ალბათ დაამშვენებდა. ამ პროკურატურას მეტი არ მოეთხოვება,"-განაცხადა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






