საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურის ახალ ბრალდებას სკანდალურს უწოდებს. როგორც „ქრონიკის“ ეთერში ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე იმის გამო არ გასაჯაროვდა, რომ პროკურატურა მტკიცებულებების შეგროვებას ელოდებოდა.
„ეს არის მართლაც სკანდალური ბრალდება. შინაარსობრივად ეს ბრალდება ძალიან დიდი სირცხვილის მატარებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყანაში პირველი პირის მატარებელია. სირცხვილია, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო თანხების გამოყენება პირადი სურვილებისთვის. ბუნებრივია, საზოგადეობის უფლებაა, რომ ამაზე ჰქონდეს ინფორმაცია. როგორც ვიცი, ამ საქმის გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობდა და პროკურატურა მტკიცებულებების შესაგროვებლად ემზადებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ რა არგუმენტებზე უნდა ისაუბრონ, როდესაც ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში პირველი სკანდალური ამბები ჩნდება, ვგულისხმობ დოქტორ დოტის ისტორია, რომელსაც სხვა ფაქტებიც მოჰყვა“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






