„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურის ახალ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
დეპუტატისთვის გაუგებარია, რა შუაშია ამ ბრალთან სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია.
„თემურ ჯანაშია საერთოდ რა შუაშიაამ ბრალთან გაუგებარია, რადგან კანონი საიდუმლოების შესახებ მას ავალდებულებდა, რომ რიგი ხარჯები ჰქონოდა გასაიდუმლოებული. პრეზიდენტზე ბრალი ბრალზე, რომ მიდის სრულიად არასახელმწიფოებრივი მიდგომით, ამაზე უკვე საერთაშორისო რეაქციაც არსებობს. ფაქტია, ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებულია. წინმორბედი პრეზიდენტი ვინც, სახელმწიფო ნანგრევებიდან აგიწყო და ჩაგაბარა, ის უნდა დევნო სახელმწიფოს აშენების გამო?“ , - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.
საუბარია 8 მილიონზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე.
საგამოძიებო ორგანომ ბრალი წარუდგინა სახემლწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






