ბაჩო ახალაიას საგანგებო განცხადება - მოგიწოდებთ დღესვე დავიწყოთ მობილიზება
პოლიტიკა - 13:03, 13 Aug, 2014     11337

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებს. „ნიუპოსტი“ ახალაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს!

ძმებო, დღეს ნამდვილად მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ეს ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე. გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს პატრიოტები, რომ უკრაინელების 20 წლის წინანდელი, აფხაზეთში ჩვენთვის გაწეული დახმარება არ იყოს დავიწყებული, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი უკრაინელი ძმები ისევ ჩვენს გვერდით დადგნენ სოხუმის და გაგრის მისადგომებთან. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე - მაღალი ალბათობა უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმია შეიჭრას. ამ მომენტისთვის გვჭირდება მობილიზება, მხოლოდ ქართველი ოფიცრების და სამხედროების მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, აუცილებელია თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების მობილიზება, რათა დამატებითი და ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ უკრაინაში პუტინის რუსეთს.

ამიტომაც მოგიწოდებთ, დღესვე დავიწყოთ მობილიზება, თუნდაც სიების შედგენა იმ გულადი ქართველებისა, ვინც რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მზად იქნება დაუყოვნებლივ, მყისიერად თავისუფლების და აფხაზეთის სახელით გაემგზავრონ უკრაინაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ იქ ჩვენი მყოფი ქართველობა.

უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლების მტრის წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის!

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 558 75 22 55" -ნათქვამია განცხადებაში.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42