საქართველო მზად არის შეუერთდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიას უკრაინაში
პოლიტიკა - 09:32, 13 Aug, 2014     2057

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გიორგი მარგველაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა მზადყოფნა საქართველო შეუერთდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიას უკრაინაში, რადგან უახლოეს წარსულში საქართველოსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა. ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ახლა სწორედ ის პრობლემები აქვს, რომელთა წინაშეც საქართველო 2008 წელს იდგა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები 2008 წლის გაგრძელებაა. გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ადამიანური მსხვერპლისა და დევნილთა დიდი რაოდენობის გამო.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხსაც. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა კოორდინირებულად მოქმედებდეს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, უელსის სამიტის ფარგლებში. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ერის დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროული იმპლემენტაციის საკითხს დაუთმეს.

საუბრის დასასრულს, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელ კოლეგას თანადგომა აღუთქვა.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42