კირვალიძესთან დაკავშირებით პრემიერის წერილში ტექნიკური უზუსტობა იყო - პრემიერის პრესსამსახური
პოლიტიკა - 19:51, 12 Aug, 2014     873

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურში ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ პრემიერის წერილში არსებულ ტექნიკურ უზუსტობაზე კომენტარს აკეთებენ. საუბარია დავით კირვალიძის მაგალითზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია მოყვანილი:

„სამწუხაროდ გაიპარა ტექნიკური ხარვეზი, ეს არ იყო მიზანმიმართული. წერილის შინაარსის კონტექსტი გახლდათ აბსოლუტურად სხვა, ეს კონტექსტი გულისხმობდა რეალურ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა, როდესაც აღიძრა თავის დროზე სისხლის სამართლის საქმე სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ და სწორედ ამ ფაქტის გამო, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მანანა თოქმაჯიშვილმა.

ამერიკელი სენატორებისადმი მიწერილ საპასუხო წერილში ირაკლი ღარიბაშვილი კანონის უზენაესობის აღსადგენად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და მაგალითად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყავს:

"ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში", - წერს ღარიბაშვილი.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42