ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებამდე, შესალებელი იყო, დიპლომატიურ კორპუსთან დახურული შეხვედრა მოეწყოთ და მათთვის გადაეცა ხელისუფლებას საქმის მოკლე ანოტაცია. ხუხაშვლის თქმით, თუკი ელჩების შეკითხვებს ოასუხები მაშინვე გაეცემოდა, ამ შეთმხვევაში, შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია სხვანაირი ყოფილიყო.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პროპაგანდაში ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებას პირწმინდად მოუგო.
,,თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ჩვენი მეგობრები არიან და მათ აზრს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ასეთი ხალხი ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენო, მითუმეტეს, როცა იცით, რომ მათ კონტრდარტყმების მოყენება შეუძლიათ! კარლ ბილდტი მეც ძალიან არ მომწონს, მაგრამ ეს ადამიანი საქართველოს საერთაშორისო არენაზე სჭირდება. ამიტომ ღია შეტევაზე გადასვლას სჯობდა, ტელეფონი აეღოთ და მისთის და სხვებისვრისაც პირადად აეხსნათ, რომ სააკაშვილის მიმართ არავითარი პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება“, - მიიჩნევს ხუხაშვილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერმა შეცდომა დაუშვა, ,,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსს მეც ვიზიარებ, მაგრამ მან პოლიტიკური შეცდომა დაუშვა“, - ამბობს ხუხაშვილი.
მისი განმარტებით, ბილდტისა და სხვების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული ევროინტეგრაციის კუთხით წინ წავიწევთ თუ არა, ,,ამ დროს კი ჩვენ ამ ადამიანებს ტენდენტიურობაში ვადანაშაულებთ და ვეუბნებით, რომ ისინი საქართველოს კი არა, სააკაშვილის მეგობრები არიან!“, - აცხადებს ხუხაშვილი და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის უსიამოვონ სიურპრიზებზეც მიანიშნებს.
,,ისინი ამას შეუაცხყოფად აღიქვამენ და, შესაბამისად, იზრდება რისკი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უსიამოვნო სიურპრიზები შეგვხვდეს!“, - ამბობს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






