ალასანია აღნიშნავს, რომ სწორი ფორმაა, როცა პრემიერი გულწრფელად წერს მეგობარი ქვეყნის სენატორებს, რომლებსაც კონკრეტული შეკითხვები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში.
"ძალიან სწორი ფორმაა, როცა ღიად და გულწრფელად წერს ქვეყნის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იმ სახელმწიფოს სენატორებს, რომლებსაც საქართველოსთვის კარგი უნდათ და კონკრეტულ საკითხებზე აქვთ შეკითხვები. ეს არის აბსოლუტურად სწორი ფორმა და, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიზიარებთ იმას, რაც წერილშია აღნიშნული, რა თქმა უნდა, ერთის გამოკლებით, რომელიც ეხება ბატონ კირვალიძეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარისას.
"ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში", - ნათქვამია ღარიბაშვილის წერილში, რომელიც მაც აშშ-ს სენატორებს გაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






