პრემიერი ოლგე მელნიკოვის ჩვენებას ეხმაურება
პოლიტიკა - 12:56, 12 Aug, 2014     1499

პრემიერ-მინისტრი ოლეგ მელნიკოვის მიერ გუშინ მიცემულ სკანდალურ ჩვენებას ეხმაურება, სადა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ხელს ყოფილ მაღალჩინოსნებს ადებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მიესალმება ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, ვინც ობიექტურ გამოძიებასან ითანამშრომლებს.

„მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომელიც ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და ობიექტურ გამოძიებასთან. ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ სიმართლე იმ სასტიკი რეალობის შესახებ, წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მელნოკოვმა ჩვენება პროკურორების ზეწოლის შედეგად მისცა, პრემიერის თქმით, ეს ოპონენტების ბრალდებაა და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს.მისი თქმით, წლების წინ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა, ახლა კი რეალობას აღწერს. მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მან ხელი დაადო სოსო თოფურიძეს, დათა ახალაიას და გია ალანიას.

მისი თქმით, მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა. გეგმა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაეკავებინათ ოთხი მაღალჩინოსანი და წაეყენებინათ ბრალი. თუმცა მელნიკოვის თქმით, იყო დაპირება, რომ ისინი მალევე გათავისუფლდებოდნენ. მელნიკოვის ინფორმაციით, ეს პირობა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42