დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ოლეგ მელნიკოვის მიერ გუშინ მიცემულ სკანდალურ ჩვენებას ეხმაურება, სადა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ხელს ყოფილ მაღალჩინოსნებს ადებს.
სოზარ სუბარის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის საქმე დღემდე ითვლება ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად და იმედოვნებს, რომ დღეს ამის გამოსწორება მოხდება.
„გირგვლიანის საქმე იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს და ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად. ეს არის საქმე, რომელზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა ამ საქმის გაყალბებაში თანამშრომლობდნენ. დღეს ხდება ამ შეცდომის გამოსწორება და ბუნებრივია, რომ ყველა დამნაშავენ პასუხი უნდა აგოს“, - აცხადებს სუბარი.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს.მისი თქმით, წლების წინ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა, ახლა კი რეალობას აღწერს. მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მან ხელი დაადო სოსო თოფურიძეს, დათა ახალაიას და გია ალანიას. მისი თქმით, მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა. გეგმა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაეკავებინათ ოთხი მაღალჩინოსანი და წაეყენებინათ ბრალი. თუმცა მელნიკოვის თქმით, იყო დაპირება, რომ ისინი მალევე გათავისუფლდებოდნენ. როგორც ტელეკომპანია "იმედი" გადმოსცემს, მელნიკოვის ინფორმაციით, ეს პირობა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






