პრემიერი ამერიკელ სენატორებს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესებზე დასაკვირვებლად ეპატიჟება
პოლიტიკა - 17:53, 11 Aug, 2014     1369

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად ეპატიჟება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სენატორებისთვის გაგზავნნილ წერილშია ნათქვამი.

„გულწრფელად გთხოვთ, თვალყური მიადევნოთ ამ სასამართლო პროცესებს და ჩამობრძანდეთ საქართველოში, რათა უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას. მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება. ჩემი ქვეყანა თავის მომავალს ურყევად ხედავს დასავლეთთან ინტეგრაციაში. ჩვენი სვლა ამ გზაზე დაკავშირებულია ბევრ ხიფათთან - ჩვენი ქვეყნის ნაწილი უკანონოდ აქვს ოკუპირებული რუსეთს და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, მათ გაგვიუქმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა და ქართველი ხალხი ამ მიზნის ერთგული რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუშლის ჩვენს მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სასამართლო პროცესი უფრო გააღრმავებს ჩვენს წინსვლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი ერი გულწრფელად მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და უპირობო მხარდაჭერას. თქვენთან და ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სახელმწიფოს, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და დინამიკური ეკონომიკით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოში გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მოქმედებდეს“, - აღნიშნულია წერილში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42