არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.
როგორც კრეიმერის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს.
"წაყენებული ბრალდებებით ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დევნა წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს დასავლეთში. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და გამოთქვა შეშფოთება. ვნახეთ, რომ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მომხრეებმაც ამერიკის კონგრესში. იგივეს ამბობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისა და ტელეკომპანია „იმედის" დაკავებისათვის. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლით მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვა და სხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ. სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს",- განაცხადა კრეიმერმა.
მასალის გამოყენების პირობები






