„პრობლემებმა თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ღიად განაცხადა პრეზიდენტ მარგველაშვილზე“, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა კახიშვილმა „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„კონკრეტული პრობლემები შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამო არ არის გამოწვეული, ამ პრობლემებმა თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ღიად განაცხადა პრეზიდენტ მარგველაშვილზე. შემდგომში ვერტიკალურად ასე ამოქმედდა ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ასე რომ, არც მარგველაშვილს და არც ღარიბაშვილს არც უსუფაშვილს და მარგველაშვილს არ ექნებათ ურთიერთობების პრობლემა, თუკი მარგველაშვილსა და ივანიშვილს ექნებათ ნორმალური ურთიერთობა.
ხვალ რომ მარგველაშვილი შეურიგდეს ივანიშვილს, ის ძალიან დაფასებული პრეზიდენტი იქნება მთავრობის ყველა წევრისთვის, მაგრამ თავად მარგველაშვილი ითამაშებს თუ არა ცალკე თამაშს და გაიძლიერებს პოზიციებს, ამას დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს ექსპერტი.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






