ექსპერტი კახა კახიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ექსპერტი „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მხრიდან სააკაშვილის საქმის განხილვის ალბათობა ძალიან მცირეა:
„არა მგონია, დღეს საქართველოს პროკურატურამ გამოკვეთოს ისეთი ტიპის მტკიცებულებები სააკაშვილის წინააღმდეგ, რომ სააკაშვილის საქმე შემდგომში ჰააგის სასამართლომ განიხილოს. მეტიც, არც ჰააგის პროკურატურის მოქმედებებია ჯერ აქტიური ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ როდესაც ჰააგაში რაღაცა ტიპის პროცესი მზადდენა, ამას წინ დიდი მოსამზადებელი პროცედურები უძღვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს პროცედურები საქართველოში არ დაწყებულა, ამიტომაც, სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს უახლოეს მომავალში ტრიბუნალზე ვიხილავთ“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






