“პუტინმა შეტოპა იქ, საიდანაც უვნებელი გამოსვლას ვერ შეძლებს”, -ამის შესახებ საქართველოს ექს- პრეზიდენტმა უკრაინის სატელევიზიო არხის „უკრაინას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან საქართველოს მთავრობა უკრაინისადმი არასაკმარისი მხარდაჭერის გამოვლენის გამო გააკრიტიკა.
„პუტინმა შეტოპა იქ, საიდანაც უვნებელი გამოსვლას ვერ შეძლებს. მას მოეჩვენა, რომ ყირიმის წართმევა მარტივი იყო. ის ფიქრობდა, რომ ეს უკრაინის დაშლას გამოიწვევდა და ძლევამოსილი რუსული იმპერია აღდგებოდა. ასე სამწუხაროდ, მხოლოდ ის არ ფიქრობდა. ჩემდა სამარცხვინოდ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მაიდნის წინააღმდეგი იყო. მათ უარი თქვეს განცხადების მიღებაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ და თქვეს, რომ კარგი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. გუშინ თუ გუშინწინ კი დააჯარიმეს გულშემატკივრები, რომლებმაც გაშალეს პოსტერი პუტინის შესახებ ცნობილი წარწერით. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ რუსეთი უძლეველი და ყოვლისშემძლეა. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ამ ლოგიკას აუცილებლად დაუსვამს წერტილს”, - განაცხადა სააკაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






