არ დაიწყონ უკანონო მშენებლობა, რადგან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება - ნარმანია
პოლიტიკა - 21:18, 09 Aug, 2014     2602
დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და ქალაქის გამგებლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. დავით ნარმანიას განცხადებით, მერია, გამგეობები და მაჟორიტარი დეპუტატების ადგილობრივი ბიუროები კოორდინირებულად იმუშავებენ, რათა არც ერთი მოქალაქის პრობლემა რეაგირების გარეშე არ დარჩეს. მთავარი პრობლემები, რასაც მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებლები გამოყოფენ, სოციალური პირობები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღების სიმცირე და უკანონო მშენებლობებია.

ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებსა და მწვანე საფარის გაჩეხვის ფაქტებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა გამგებლებს დაავალა, მომდევნო კვირისთვის რაიონების მიხედვით მერიას სრული ინფორმაცია წარუდგინონ, რის შემდეგაც თითოეული ფაქტის შესწავლა მოხდება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, გატარდება ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ მშენებლობები მოქალაქეთა ინტერესების შელახვის ხარჯზე არ განხორციელდეს. „მოვუწოდებთ იმ პირებს, რომლებიც უკანონო ან დარღვევით მიღებული ნებართვით აპირებენ მშენებლობის დაწყებას, არ დაიწყონ უკანონო მშენებლობა, რადგან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება უკვე დასრულებულ მშენებლობებს, თბილისის მერის განცხადებით, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ის პირები და კომპანიები, ვინც უკანონო მშენებლობა განახორციელეს და დადგება მერიის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42