ექსპერტი კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის არსებულ გაურკვევლობაზე განმარტებას აკეთებს:
„თხოვნა იყო პროკურატურის მხრიდან რაღაც ტიპის მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა განცხადება მედიისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაუგებარი პასუხი მოჰყვა ამ ყველაფერს.
კონკრეტულად არის საუბარი იმაზე, რომ ის წერილები, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პროკურატურის მხრიდან, არის გასაიდუმლოებული და არ უნდა გახდეს ცნობილი. აქედან გამომდინარე პროკურატურამ თუ დაადო მიმოწერას გრიფი საიდუმლო, ესე იგი ამ მიმოწერაში არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები.
ეს პრეზიდენტის მიერ არ იყო გასაიდუმლოებული, ეს იყო პროკურატურის მიერ გასაიდუმლოებული, ამიტომ პრესაში არ უნდა გავრცელებულიყო მიმოწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხით გავიგეთ, რომ მათ ეს საკითხი შეისწავლეს და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






