პროკურატურა მიზანშეუწონლად მიიჩნევს პრეზიდენტთან სამართლებრივ პოლემიკას
პოლიტიკა - 16:38, 09 Aug, 2014     1525
საქართველოს მთავარი პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მორიგი განცხადებით პასუხობს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,როგორც პროკურატურამ თავის გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, რომლებსაც თავის დროზე საიდუმლო გრიფი კანონის დარღვევით ჰქონდა მინიჭებული, გრიფის მოხსნის თაობაზე ორჯერ, 12 ივლის და 6 აგვისტოს მიმართა, თუმცა ერთთვიანი მოლოდინის მიუხედავად, მოთხოვნილ დოკუმენტებს არც საიდუმლო გრიფი არ მოხსნია და არც უარის წერილი არ მიგვიღია გრიფის მოხსნაზე. აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 8 აგვისტოს პროკურატურის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს შორის შედგა შეხვედრა, თუმცა შედეგი არც ამ შეხვედრას არ ჰქონია და პასუხი პროკურატურის მიმართვაზე კვლავ ვერ მივიღეთ. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა, მოთხოვნილ დოკუმენტებს გრიფი საიდუმლო მხოლოდ გუშინ საღამოს, 8 აგვისტოს მოხსნა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პროკურატურა მიესალმება, რადგან საიდუმლო გრიფი მოეხსნა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად საჭირო ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს.

აქვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა, მითუმეტეს როდესაც აშკარაა, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებას“, - ნათქვამია განცხა

დებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42