მთავრობა მენტალურად უკვე ევრაზიული კავშირშია - მალხაზ პატარაია
სოც.მედია - 16:31, 09 Aug, 2014     2003
უაღრესად აღმაშფოთებელი და საგანგაშოა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის მომართ კრიზისიდან გამოსავალი არ არის. ამასთან ერთად, უკანასკნელ დღეებში ხელისუფალთა მიერ გაკეთებული კაპიტულანტური კომენტარები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და პირდაპირი გამოხტომები მკვეთრი დასავლური გაფრთხილებების მიმართ ოპოზიციის აღვირახსნილი დევნის გამო მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ღიად და ერთმნიშვნელოვნად დაადგა რუსეთის მეკავშირეობის, პუტინის რუპორის კურსს. შუშის სასახლე ცდილობს ამაში აჯობოს კიდევაც რუსეთის არცთუ მრავალრიცხოვან მოკავშირეებს, რომლებიც საერთაშორისო არენაზე დასავლეთის ქვეყნების და უკრაინის მოვლენების მიმართ უფრო ღირსეულად გამოიყურებიან. ,,დავეწიოთ და გავუსწროთ სომხეთს“,-ალბათ ეს არის ხელისუფლებს ლოზუნგი და რუსეთისადმი ლაქუცში სომხეთი, ბელარუსი თუ ყაზახეთი გაცილებით უკან ჩამოიტოვეს. ასე თავის დროზე იანუკოვიჩიც კი არ იქცეოდა. მთავრობა მენტალურად უკვე ევრაზიული კავშირშია და თუ ასე მივუშვით იურიდიულადაც მალე იქ ამოვყოფთ თავს.

დღეს, როდესაც მსოფლიო როგორც არასოდეს უღრესად სოლიდარულია და გადამჭრელ ღონისძიებებს მიმართავს რუსი კანიბალების წინააღმდეგ, გვეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უახლოეს მომავალში დაბრუნების უნიკალური შანსი. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ცივილიზებული სამყაროსაგან განდგომით, მასთან დაპირისპირებით, მტრის გამოქომაგებით და მის ფეხებქვეშ გართხმით მსოფლიოს წინაშე წარმოგვსახავს მშიშარა, უპრინციპო, უსინდისო და უღირს საზოგადოებად, ხეპრე მონებად და ლაქიებად, რომლებსაც არაფრად უღირთ სამშობლო, არ უნდათ თავისუფლება.

რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, კაცობრიობა მოერევა ახალ შავ ჭირს, უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ შემდგომ ზედაც არავინ შემოგვხედავს ბუჩქებში მუხლისკანკალით ჩამალულებსა და თავსლაფდასხმულებს. მთავრობის გამყიდველობაზე არანაკლები დანაშული ჩვენივე დუმილი და გულგრილობაა ამ უმსგავსოებებზე, საშვილიშვილოდ გვარცხვენს ისტორიისა და მომავლის წინაშე. არ შეიძლება ეს დიდიხანს გაგრძელდეს!

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42