სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 16:30, 09 Aug, 2014     1432
მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც უკრაინის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე ნიკოლაი პოედინოკი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის, ღვინისა და ღვინომასალების წარმოების კონტროლის სისტემის და სერთიფიცირების მეთოდების გაცნობა, ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის გამოცდილების გაზიარება და დარგთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ორი პრეზენტაცია: ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული „მეღვინეობის ხარისხის კონტროლის სისტემა და კანონმდებლობა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაცია - „ღვინისა და ღვინომასალების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი“. შეხვედრის განმავლობაში უკრაინელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი კოლეგებისგან ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

„ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანია გამოცდილების გაზიარება იმ სფეროებში, რომლებსაც საქართველოში განვითარების მდიდარი ტრადიცია აქვს. ჩვენი ინტერესი ძირითადად მიმართულია მეღვინეობა-მევენახეობაზე“, - განაცხადა ნიკოლაი პოედინოკმა.

უკრაინის დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პირადად დაათვალიერებინა მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, სადაც ვაზისა და ხილის ადგილობრივი და ევროპული ჯიშების უნიკალური კოლექციაა დაცული. სტუმრებმა დაათვალიერეს ვირუსების ტესტირების თანამედროვე ლაპორატორია, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება ვაზისა და ხეხილის ფიტოსანიტარიული კონტროლი. ასევე გაიმართა ადგილზე დამზდებული ღვინის დეგუსტაცია.

„საქართველოსა და უკრაინას შორის ტრადიციულად ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. ამის ნათელი დასტურია ჩვენი უკრაინელი კოლეგების ეს ვიზიტი. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ვუმასპინძლებთ საქართველოში უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და უკრაინის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტს შორის. აღნიშნული მემორანდუმი ორ უწყებას შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

უკრაინელმა სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად კახეთში ღვინის ქარხნებს „ქინძმარაულის მარანი“, „შუმი“, „შუხმანი“ და „მეღვინეობა ხარება“ დაათვალიერებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42