პრეზიდენტის ადმინისტრაცია შსს-ს და პროკურატურას მორიგი განცხადებით პასუხობს
პოლიტიკა - 14:45, 09 Aug, 2014     1931
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას განუმარტოს შემდეგი:

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა უკვე მოახსენა საზოგადოებას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილები პროკურატურის მიერ გაიგზავნა 2-ჯერ, ამა წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს. ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი "საიდუმლო". ე.ი. კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან. 8 აგვისტოს განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ გრიფდადებული წერილების უკანონო განსაჯაროებაზე მიუთითებდა - უდავოა, რომ მოხდა მათი გაგზავნის ფაქტისა და შინაარსის ნაწილობრივი განსაჯაროება მაშინ, როცა მათ გრიფი მინიჭებული ჰქონდა თავად პროკურატურის მხრიდან.

შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აღნიშნავს, რომ: "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია". აღნიშნულ წერილებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი და მათი გაგზავნა მოხდა საიდუმლო წარმოების ფორმატით. თუ გრიფის მინიჭება არ უნდა მომხდარიყო, მაშინ რატომ მიანიჭა ის თავად პროკურატურამ?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ის ზედმიწევნით იცავს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებსაც მოუწოდებს კანონის შესრულებას. აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ სახელმწიფო ინსტიტუციები ჯერ დაასაიდუმლოებენ დოკუმენტს, შემდეგ კი დასაიდუმლოებულ წერილს განასაჯაროვებენ გრიფის მოხსნის გარეშე, ეს საფრთხეს შეუქმნის "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი სისტემის ფუნქციონირებას და ამ კანონით დაცულ სიკეთეს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42