„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ადგილებზე პარტიის უფლებამოსილ წევრებს სურთ, საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2014 წლის 6 მაისს შემდგარი „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობა არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი იყო, რამდენადაც ამ ყრილობას „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობიდან ათიოდე წარმომადგენელი თუ ესწრებოდა. კონკრეტულად სამეგრელო - ზემო სვანეთისა და გურიის 12 რაიონიანი რეგიონიდან მითითებულ ყრილობას მხოლოდ სენაკისა და აბაშის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აღნიშნული ყრილობა არალეგიტიმური და უკანონოა. შესაბამისად, ფაქტია, რომ ამ ყრილობის მიერ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევა, ლეგიტიმური გზებითა და საშუალებებით კი არა, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერსა და ნინო ბურჯანაძეს შორის არაკანონიერი გარიგების შედეგად მოხდა.
ნინო ბურჯანაძის ტყუილებს 7 აგვისტოს ყრილობაც აშკარად ადასტურებს. 7 აგვისტოს ნინო ბურჯანაძემ კონტრყრილობა გამართა, მაგრამ საკითხავია ვინ შეკრიბა მან ამ კონტრყრილობაზე, მაშინ როცა, ქუთაისში ბურჯანაძის არაკანონიერი მოქმედებები იმერეთის 12 რაიონიანი რეგიონიდან ათი რეგიონის თავმჯდომარემ ადგილობრივ აქტივებთან ერთად გააპროტესტა, ხოლო ანალოგიური მიზნით აქ ვართ შეკრებილი სამეგრელო - ზემო სვანეთისა და გურიის რაიონების აბსოლუტური უმრავლესობაა“, - აღნიშნეს შეხვედრაზე ქდმ-ს რაიონულმა ლიდერებმა.
მათივე განცხადებით, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივის აბსოლუტური უმრავლესობა ნინო ბურჯანაძეს არასდროს არაფერში შეთანხმებია და ამდენად, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ უკან მხოლოდ სიმართლე დგას.
,,შესაბამისად, ბურჯანაძესთან უკანონოდ გარიგებული „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ზოგიერთი ვაიხელმძღვანელი კი არ გაწმენდს პარტიას მათთვის არასასურველი უმრავლესობისგან, არამედ „ქისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ უმრავლესობა მოიშორებს პარტიიდან იმ ვაიხელმძღვანელებს, რომლებიც საზოგადოებისთვის წლების განმავლობაში ნაციონალებთან ასოცირდებოდნენ და დღემდე ნაციონალებთან ასოცირდებიან“, - განაცხადეს შეხვედრაზე.
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ უფლებამოსილი აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ ერთხელ ურჩევს ნინო ბურჯანაძეს, შეეშვას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ნაციონალებთან ასოცირებული ზოგიერთი ვაიხელმძღვანელის გათეთრების მცდელობას, გაემიჯნოს მათ და ნებაყოფლობით დატოვოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ არალეგიტიმურად დაკავებული თავმჯდომარის პოსტი.
,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები, ქდმ-ს ხელმძღვანელობას სიცრუეში ადანაშაულებენ. რაიონული ორგანიზაციის ლიდერები ამბობენ, რომ ქდმ-ს ხელმძღვანელები დოკუმენტაციის გაყალბებას ცდილობენ. მათი თქმით, იმ მიზნით, რომ თავიანთი არაკანონიერი მოქმედებები როგორმე გადაფარონ, „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის ზოგიერთი ხელმძღვანელი სიცრუესაც კადრულობს და აცხადებს, რომ ყრილობის მომენტისთვის, „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის ის თავმჯდომარეები, რომლებიც ყრილობას არ ესწრებოდნენ, „ქრისტიან - დემოკრაკიულ“ მოძრაობაში თითქოსდა აღარ ირიცხებოდნენ, მაშინ როცა, სინამდვილეში, ეს ადამიანები, ქდმ-ს წევრთა განცხადებით, არათუ ყრილობის მომენტისთვის, დღესაც ოფიციალურად „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის თავმჯდომარეები და უფლებამოსილი წევრები არიან და იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არსად წასულა.
,,გვაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი არაკანონიერი მოქმედებების გასაპრავებლად, „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის ზოგიერთი ხელმძღვანელი საბუთების გაყალბებას აპირებს და ზოგიერთი რაიონის „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის წარმომადგენელს პირადობის მოწმობის ასლებს თხოვს, რაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავს მოქმედებებს არავის ვურჩევთ“, - აცხადებენ ქდმ-ს წარმომადგენლები და გიორგი ახვლედიან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას ახსენებენ, რაც მათი თქმით, ყოველთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყო რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების ადგილზე მუშაობისთვის.
,,ბატონი ახვლედიანი აცხადებს, რომ თითქოს ჩვენი ქმედებების უკან ნაციონალები დგანან, რაც რა თქმა უნდა სრული აბსურდი და წარმოუდგენელი ცილისწამებაა. ამაზეა ნათქვამი, „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“. ახვლედიანი ვითარების შებრუბებას ცდილობს მაშინ, როცა „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის საქალაქო თუ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელობისა თუ წევრების უმრავლესობა ყოველთვის ნაციონალების საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილნი. სხვათა შორის, სწორედ „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის ხელმძღვანელების ნაციონალებთან გარკვეული ტიპის თანამშრომლობათა გამო ეშლებოდათ ხელი „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს უფრო უკეთესი შედეგის დადებაში. „ქრისტიან - დემოკრატების“ ეს ზოგიერთი ხელმძღვანელი სტილს არც ახლა ღალატობს და ამჟამად ბურჯანაძესთან გარიგდა. ცხადია, „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის ეს ზოგიერთი ხელმძღვანელი მიზანს ვერ მიაღწევს და საბოლოო ჯამში ისე კი არ მოხდება, რომ ისინი გაწმენდენ „ქრისტიან - დემოკრატიულ’“ მოძრაობას მათთვის არასასურველი უმრავლესობისაგან, არამედ პირიქით, ჩვენ, უმრავლესობა გავწმენდთ „ქრისტიან - დემოკრატიულ“ მოძრაობას ამ ნაციონალებთან ასოცირებული ხელმძღვანელობისაგან.
კიდევ ერთხელ ვურჩევთ ბურჯანაძეს, შეეშვას „ქრისტიან - დემოკრატიული“მოძრაობის ზოგიერთი ზემოთ ხსენებული ნაციონალებთან ასოცირებული ხელმძღვანელის გათეთრების მცდელობას, გაემიჯნოს მათ და ნებაყოფლობით დატოვოს „ქრისტიან - დემოკრატიული“მოძრაობის უკანონოდ მითვისებული თავმჯდომარის პოსტი“, - განაცხადეს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რაიონულმა ლიდერებმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ,,ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის, ფოთის, მესტიის, წალენჯიხის, ოზურგეთის თავმჯდომარეები „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ჩხოროწყუს და აბაშის რაიონების პარტიული აქტივი, მათ შორის წარმომადგენლები ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან.
,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ლიდერები პარტიის ხელმძღვანელობას თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბურჯანაძის უკანონოდ არჩევის გამო სასამართლოში უჩივიან.
მასალის გამოყენების პირობები






