სააკაშვილი: ივანიშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ ხეები ფუნთუშებს მოისხამდნენ
პოლიტიკა - 12:21, 09 Aug, 2014     2300

„უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს“, - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი საქართველოსა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისათვის გადამწყვეტია. მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ მთავრობა უკრაინის მხარდაჭერისაგან თავს იკავებს და ისევ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე აკეთებს აქცენტს.

მიხეილ სააკაშვილი სამარცხვინოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელ ლიდერებს აკრიტიკებენ და დასავლეთის მიერ მოსკოვისათვის დაკისრებულ სანქციებს არ უჭერენ მხარს.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რაც ჩმს ქვეყანაში ხდება. 2012 წელს გაზპრომის კერძო აქციონერმა ივანიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა. სამწუხაროდ ეს დემოკრატიის მთავარი სისუსტეა. პუტინმა მას ამისთვის 2 მილიარდი გამოუყო, ეს დიდი ფულია.

პუტინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ითხოვდა, რომ მე დავესაჯე იმის გამო, რომ მე გავბედე ჩემს ხალხთან ერთად მისი აგრესიის წინააღმდეგ წასვლა. რა თქმა უნდა ხალხს ხმა არ მიუცუია ჩემი დასჯისთვის, მათ ხმა უკეთეს ცხოვრებას მისცეს. მილიარდერი მათ პირდებოდა, რომ ხეები ფუნთუშებს მოისხამდა, ეს რა თქმა უნდა არ მოხდა, მაგრამ შეხედეთ რა ხდება, ჩემდა სამარცხვინოდ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდმდეგ.

პრემიერმა, რომელიც დამოკიდებულია ოლიგარქზე, თქვა, რომ ეს სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და მასზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, რადგან ახლახანს დავალაგეთ ურთიერთობა. ეს იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ყოველდღე პროვოკაციებს გვიწყობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვერ დავუჭერთ მხარს ევროკავშირის სანქციებს, რადგან სანქციები, ეს არ არის მოგვარების გზა. ანუ ის აკრიტიკებს ევროპას უკრაინის მხარდაჭერისთვის. სირცხვილი და თავისმოჭრაა.

მინდა იცოდეთ რატომ ვარ აქ. ჩვენი ერი ყოველთვის გიჭერთ მხარს, გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი და ვიცით, რომ ეს ჩვენი მწარე გამოცდილებაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42