საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„მადლობა ყველას ვინც გუშინ დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობით და გამოხატა სოლიდარობა. გუშინდელი ამბავი ნათლად აჩვენებს რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ უკვე ღიად პრორუსულ არამედ კრიმინალურ რეჟიმთანაც.
ბევრი გარემოება მიუთითებს რომ ეს იყო დაგეგმილი ამბავი (მათ შორის, მაგალითად ის რომ, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის მსგავსად, თავდამსხმელს საერთოდ არაფერი არ უთქვამს). ეტყობა ზოოპარკის დირექტორი მისი რეჟიმის ბოლო დღეების საერთაშორისო პოზიციების კოლაპფსმა და პრორუსულობის ლუსტრირებამ წყობიდან გამოიყვანა და გადავიდა მისთვის მშობლიურ და საყვარელ კრიმინალურ-შპანურ მეთოდებზე. რაც მოხდა ამ რეჟიმის მორიგი სისუსტის და უმწეობის გამოვლინებაა. არათუ ვერ შემაშინებენ, აღვსილი ვარ მოტივაციით რომ თქვენთან ერთად გავაათკეცო მუშაობა რათა ჩვენი გუნდი გახდეს უკეთესი, უფრო მიმზიდველი, უფრო პროდუქტიული და ჩვენს ქვეყანას მოვაცილოთ ეს ნომენკლატურ-კრიმინალური სახადი. მადლობა ყველას”,- წერს კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






