ელენე ხოშტარია: "დღეს პრაგმატულად ეკონომიკური გათვლა რომ გააკეთო რუსეთზე არის სიბრიყვე"
პოლიტიკა - 21:51, 08 Aug, 2014     2213

ექსპერტი ელენე ხოშტარია სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც ოთარ დანელია ამბობს, რომ სანქციები დადებითად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ხოშტარია აცხადებს, მთავრობა მსგავსი განცხადებებით ტყუილი მოლოდინის შექმნას ცდილობს, რადგან რუსეთს ნებისმიერი პოლიტიკური მიზეზით შეუძლია საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტა.

„ის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის ემბარგო პრობლემა არ არის ეს გამოჩნდა 2006 წლიდან. საქართველოს ეკონომიკამ მოახდინა რეორიენტაცია დასავლეთის ბაზარზე და გააუმჯობესა ხარისხი. თუმცა პრობლემა არის ის, რომ დღევანდელი ხლეისუფლება მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ თითქოს საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე. დიდი ხანია არის საფრთხე, რომ რუსეთმა პოლიტიკური მიზეზებით შეწყვიტოს ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან და მთავრობას უწევს ამის გამართლება, მაგრამ ამ პოლიტკურ განმარტებებს რომ თავი დავანებოთ კარგი იქნება თუ საქართველოს ეკონომიკა ორიენტირებული იქნება ევროპულ ბაზარზე“, - აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარი არასაიმედოა და ამიტომ საქართველოს ეკონომიკა ორიენტირებული უნდა იყოს ევროპულ ბაზარზე.

„იმას რომ თავი დავანებოთ რომ ვართ ოკუპირებული და რუსეთი არის აგრესორი და დღეს პრაგმატულად ეკონომიკური გათვლა რომ გააკეთო რუსეთზე არის სიბრიყვე. ეს არის აბსოლიტურად გაუთვლელი ბაზარი, რომელიც როდის რას გამოიწვევს კაცმა არ იცის. ბუნებრივია არის არასაიმედო ბაზარი. მთავრობა უნდა მორჩეს ტყუილი მოლოდინების შექმნას ამ ბაზართან დაკავშირებით. იმედია ჩვენი მთავრობა მიხვდება, რომ არც სოფლის მეურნეობა და არც ეკონომიკა რუსეთის ბაზართან მიბმული არ უნდა იყოს“, - აცხადებს ხოშტარია.

რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სანქციები დადებითად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოთხოვნილებას გაზრდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42