საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შვედი კოლეგის განცხადებას ეხმაურება, სადაც კარლ ბილდტი ამბობს, რომ თუ პრემიერი საქართველოს მეგობრების რჩევას არ უსმენს, ეს მისი არჩევანია.
ფანჯიკიძის თქმით, საქართველო ყურადღებით უსმენს ყველა მეგობრის მოსაზრებას და მას აქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობა ყველასთან.
„კარლ ბილდტი ძალიან დიდი ხანია საქართველოს მეგობარია. საქართველო ძალიან დიდი ყურადღებით უსმენს ჩვენი ყველა მეგობრის მოსაზრებას იმ მოვლენების შესახებ, რაც საქართველოში ვითარდება. არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ეს არის ის მთავარი რისი დაცვაც უნდა ამ ხელისუფლებას. არავის არ აქვს უფლება რომ ჩაერიოს რაიმე პროცესში, ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რომ დაელოდონ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა "ტვიტერზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
,,თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს მოუსმინოს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირიდან, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას ჩავინიშავთ", - წერს ბილდტი.
მასალის გამოყენების პირობები






