რატომ სდებდა ბრალს ელგუჯა გვაზავას ჯემალ გამახარია
პოლიტიკა - 16:48, 08 Aug, 2014     4004

2014 წლის 6 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე საკუთარი პოზიცია გამოხატა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ჯ. გამახარიამ.

„რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივ კვლევის ცენტრს“, როგორც აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ძვირფასო საზოგადოებავ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს პირი, რომელიც სიცრუეს უწოდებს არასამთავრობოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ წამოყენებულ პრობლემებს, თავად ჯერ კიდევ 2011 წლის 24 იანვარს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბატონ გიორგი ბარამიას სახელზე დაწერილ მოხსენებითი ბარათით ბრალს დებდა ე. გვაზავას უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პარალიზებაში და არაეფექტურობაში.

წარმოგიდენთ ამონარიდებს ჯ. გამახარიას მოხსენებითი ბარათიდან და დარწმუნებული ვართ საზოგადოება თავად განსჯის თუ ვინ იცვლის საკუთარ პოზიციას იმისდა მიხედვით დაკმაყოფილებულია თუ არა მისი თანამდებობრივი ინტერესები.

ამონარიდები: (სტილი დაცულია)

„ _ ე. გვაზავამ თითქოს ყალბი მივლინებები გაუფორმა აპარატის რამდენიმე თანამშრომელს, ჩაურიცხა მათ სამივლინებო თანხები, შემდეგ კი დაავალა აპარატის უფროსს ეს თანხები უკანვე აეკრიფა და პირადი მიზნებისათვის თავად გამოიყენა.

_ზ. ზარანდია ადანაშაულებს ე. გვაზავას, რომ შესყიდვების კანონის უხეში დარღვევით არ გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ შეადგინა ყალბი ოქმი და მერე მეგობრისაგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად უფრო ძვირად -19200 დოლარად შეიძინა გაუმართავი პერსონალური ავტომანქანა.

_ ზ. ზარანდიას მტკიცებით, ე. გვაზავამ მას კანონიერი გზით შესყიდული კონდიციონერების მოტანა აუკრძალა და სადღაც მის მიერვე ნაშოვნი უვარგისი კონდენციონერის, როგორც ახალშეძენილის ისე გაფორმება დაავალა. ამ გზით ე. გვაზავა თითქოს აპირებდა ვალი დაებრუნებინა ზ. ზარანდიასათვის, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა.

აღნიშნულ მოხსენებით ბარათში დაფიქსირებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯემალ გამახარია თხოვს მთავრობის თავმჯდომარეს სათანადო ზომების გატარებას და იქვე აფიქსირებს საკუთარ პოზიცია, ის წერს:

„ ასეთია ზ. ზარანდიას მიერ წამოყენებული ძირითადი ბრალდებები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბრალდებათა ადრესატები არ აღიარებენ, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს აკეთებენ, რათა არ შედგეს სპეციალური კომისია და საკითხი არ იქნეს სათანადოდ შესწავლილი. ამან კი უკიდურესად დაძაბა სიტუაცია უმაღლეს საბჭოში, მოახდინა რა მისი ნაწილობრივი პარალიზება, ბატონი ე. გვაზავა ვერ მართავს სიტუაციას, იგი როგორც ორგანიზატორი სუსტია, აპარატი ფაქტობრივად გამოსულია მისი კონტროლიდან და როცა სურს და როგორც სურს ისე აშანტაჟებს მას. უმაღლესი საბჭოს ოფისში სუფევს ანტისანიტარია, ვერ შეისვლება ტუალეტში, იქვე ყრია და ნადგურდება არქივი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. არ არსებობს შრომითი დისციპლინა. ამ ვითარებაში, ბუნებრივია შეუძლებელია ეფექტური მუშაობა, ამომრჩევლებთან (დევნილებთან) შეხვედრების ორგანიზება, აქტიური იდეოლოგიური და კანონშემოქმედებითი საქმიანობა.

ყოველივე ზემოთთქმული ვფიქრობთ, რომ ნათელყოფს, თუ რა ვითარებაა და როგორ იმართება პროცესები აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში და იყო თუ არა სამართლიანი ის ბრალდებები, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42