მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არავინ გადმოსცემს - ზაზა ხატიაშვილი
პოლიტიკა - 14:24, 08 Aug, 2014     1676

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს „არავინ გადმოსცემს“.

ხატიაშვილის თქმით, სამართალდამცველებს ძალიან გაუჭირდებათ დასავლეთისთვის იმის დამტკიცება, რომ საქმე ეხება სამართლებრივ პროცედურებს და არა პოლიტიკურ ანგარიშწორებას.

ამის მიზეზად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, სადაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს პროკურორები ძალით ჩამოიყვანდნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს საქართველოს არავინ გადმოსცემს. თუ გინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დასავლურ წრეებში რეფორმატორის იმიჯით სარგებლობს, საქართველოში ჩამოიყვანო, მაშინ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. ჩვენმა პრემიერმა კი შეცდომა უკვე დაუშვა. მან თქვა, რომ თუ ის არ ჩამოვა, მაშინ პროკურორები მას ძალით ჩაიყვანენო.

ეს ხდება მაშინ, როცა პროკურატურას სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება წარდგენილი ჯერ არ ჰქონდა. ეს რომ პროკურატურას ეთქვა, ეს ნორმალური იქნებოდა, მაგრამ პრემიერს ამისი უფლება არ აქვს. ამ ფონზე სამართალდამცავებს ძალიან გაუჭირდებათ დასავლეთისთვის იმის დამტკიცება, რომ სამართლებრივ პროცედურებთან გვაქვს საქმე და არა პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან. ღარიბაშვილმა ეს ან არ იცოდა, ან გარიგებასთან გვაქვს საქმე და მან ეს განცხადება მიზანმიმართულად გააკეთა, რათა სააკაშვილს ექსტრადირება არ მომხდარიყო.

ვფიქრობ, რომ სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემენ, თუ რა თქმა უნდა არ გაჩნდა ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც სააკაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, მაგალითად, საკუთარი მოსახლეობის განადგურება. ანუ ისეთი დანაშაულები, რომელიც შესაძლოა განხილული იყოს, როგორც სასამართლოს მიერ“, - აცხადებს ხატიაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42