შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო დონეზე გამოძიების ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიებითა და ტალიანივის დასკვნით ქართული საზოგადოების კითხვებზე პასუხი არსებობს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ მომავალში ამ ტიპის მსხევრპლი. რაც შეეხება გამოძიებას, სულ მალე თავდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს შედეგებს. არსებობს ტალიავინის ანგარიში, თუ როგორ მზადდებოდა საომარი მოქმედებები. შესაბამისად, იმ კითხვებზე, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს, პასუხები მაქსიმალურად არსებობს. მგონია, რომ ეს საკმარისი უნდა იყოს ჩვენთვის... სხვა საერთაშორისო დონეზე საჭიროდ არ ვთვლი, რომ ეს გამოძიებული უნდა იყოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






