იუსტიციის მინისტრისმა თეა წულუკიანმა 2008 წლის საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ტრაგედიაა, დაღუპული გმირების ცხედრები არ აქვთ და მათი იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება.
„დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაეცნენ. რა თქმა უნდა, თითოეული ქართველი ვაგრძელებთ ბრძოლას სანამ არ მოხდება დეოკუპაცია. ამ პროცესს დღეს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები მოწყვეტილები არიან, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა მშვიდობიანი გზით გამთლიანდეს. დანარჩენ სამართლებრივ პროცედურებზე და გამოძიებაზე მიმაჩნია, რომ 8 აგვისტო ის დღე არ არის, როდესაც ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






